ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები პროექტში - „50 ლიდერი მოსწავლე“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
22-05-2019
ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები მარიამ წილოსანი და მარიამ ბაბუნაშვილი პროექტში - „50 ლიდერი მოსწავლე“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.
ლიდერთა სკოლის პროექტის - „50 ლიდერი მოსწავლე“ პირველი მიღების საუკეთესო მონაწილეები აუდიტორიის წინაშე შემაჯამებელი, საჯარო მოხსენებებით წარსდგნენ.
ღონისძიებაში ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლეები - მარიამ წილოსანი და მარიამ ბაბუნაშვილი მონაწილეობდნენ. სკოლის აღსაზრდელები პროექტში მონაწილეობისთვის სიგელებით დაჯილდოვდნენ.
Key Consulting-ის პროექტი „50 ლიდერი მოსწავლე“ თებერვალში დაიწყო და სწავლება სხვადასხვა ნაკადისთვის სისტემატიურად მიმდინარეობდა.
პროექტის მიზანია მოსწავლეებისთვის საჯარო გამოსვლების კომპლექსის მოხსნა, მათი გააქტიურება და ჩართულობა სხვადასხვა საინტერესო აქტივობებში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს