როგორ შეძლებენ მასწავლებლები სტატუსის ამაღლებას 2020 წლიდან?
28-05-2019

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს თუ როგორ შეძლებენ 2020 წლიდან მასწავლებლები სტატუსის ამაღლებას.

როგორც მასწავლებელთა სახლში განმარტავენ, 2020 წლიდან უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსს მასწავლებლები მოიპოვებენ მხოლოდ გარე შეფასების გზით. 

კერძოდ:

  • უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად მასწავლებელმა უნდა დაადასტუროს საგნობრივი და პროფესიული კომპეტენცია გამოცდით და გადალახოს თითოეულ გამოცდაში 51%-იანი ბარიერი;
  • წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად მასწავლებელმა უნდა გაიაროს კომპლექსური შეფასება, რომელიც მოიცავს: მასწავლებლის სტატუსის შესაბამისი პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარებას, რომელსაც ახორციელებს სსიპ შეფასებისა და გამოცდებისა ეროვნული ცენტრი; მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასებას, რომელსაც ახორციელებს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. პრაქტიკული საქმიანობის შეფასება გულისხმობს გაკვეთილზე დაკვირვებას და მასწავლებლის პორტფოლიოს შეფასებას.

    იხილეთ ასევე: ვინ შეაფასებს სკოლაში მასწავლებლის პროფესიულ საქმიანობას 2020 წლიდან?
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203