საყუნეთის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანი „გააცილეს“
22-05-2019
ახალციხის მუნიციპალიტეტის, საყუნეთის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ღონისძიება - „ანბანის გაცილება“ გამართეს.

პირველკლასელები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარსდგნენ. მათ, შორის, ქართულ ანბანის შესახებ ლექსები და ცნობილ ადამიანთა გამონათქვამები წარმოთქვეს. პირველკლასელთა ღონისძიება მუსიკალური ნომრებითაც გამოირჩეოდა. სკოლის აღსაზრდელებმა ქორეოგრაფიული ნომრებიც შეასრულეს. 

ღონისძიების ბოლოს სკოლის ადმინისტრაციამ მოსწავლეებს საანბანო პერიოდის წარმატებით დასრულება მიულოცა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203