თბილისის N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა „ბოლო ზარი“ აღნიშნეს
22-05-2019
თბილისის N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა „ბოლო ზარი“ აღნიშნეს.
კურსდამთავრებულთა გაცილების ღონისძიება სკოლის ეზოში გაიმართა. მეთორმეტეკლასელებმა სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და პედაგოგებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს. სკოლის დირექტორმა და პედაგოგებმა კი აღსაზრდელებს საუკეთესო მომავალი უსურვეს.