ნოჯიხევის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ხელოვნების გაკვეთილი წიგნების გარემოცვაში ჩაუტარდათ
22-05-2019
ხობის მუნიციპალიტეტის, ნოჯიხევის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ხელოვნების გაკვეთილი წიგნების გარემოცვაში ჩაუტარდათ.
სკოლის ხელოვნების მასწავლებლის, ვიოლეტა მიქავას ხელმძღვანელობით II-IV კლასის მოსწავლეებმა პროექტისთვის - „სალამურას თავგადასავალი“ ბიბლიოთეკაში მასალები მოიძიეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტული სწავლება პოზიტიურ, თანამშრომლობით, მრავალფეროვან ფიზიკურ გარემოში ხორციელდება, რაც დადებითად აისახება მოსწავლეთა შედეგებზე.