შუაფარცხმის საჯარო სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურაში საინტერესო აქტივობებით დატვირთული სამოდელო გაკვეთილი ჩატარდა
22-05-2019
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, შუაფარცხმის საჯარო სკოლის მე-8 კლასში ქართულ ენასა და ლიტერატურაში სამოდელო გაკვეთილი ჩატარდა.

სასწავლო პროცესს მასწავლებელი მაკა კობალაძე ხელმძღვანელობდა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, გაკვეთილის მიზანი იყო საგაკვეთილო პროცესში მედიაწიგნიერების დანერგვა.

„მოსწავლეებმა შეძლეს არგუმენტირებული მსჯელობა, განუვითარდათ ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევები. გაკვეთილი იყო საინტერესო აქტივობებით დატვირთული, რასაც მოსწავლეებმა კარგად გაართვეს თავი“, -აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203