წინანდლის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევარმა თემაზე - „არა ბულინგს“ გამოცხადებულ ნახატების კონკურსი გაიმარჯვა
22-05-2019
ორგანიზაცია World Vision -ის კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამის - „ძალადობისაგან დაცული სკოლების“ პროგრამაში ჩართულ საჯარო სკოლების მოსწავლეებს შორის თემაზე - „არა ბულინგს“ ნახატების კონკურსი ჩატარდა.
კონკურსში წინანდლის საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლეთა ნახატმა გაიმარჯვა.
თითოეულ მოსწავლეს საჩუქრად გადაეცა ბლოკნოტი, რომლის ყდაზეც მათ მიერ შესრულებული ნახატი არის დატანილი.