თბილისის N195 საჯარო სკოლამ ქართველი და ირანელი ბავშვების ნახატების ერთობლივ გამოფენას უმასპინძლა
22-05-2019
თბილისის N195 საჯარო სკოლამ ქართველი და ირანელი ბავშვების ნახატების ერთობლივ გამოფენას უმასპინძლა.
ქართველი და ირანელი ბავშვების ნახატების ერთობლივი გამოფენა ირანის საელჩოს კულტურის განყოფილების კიდევ ერთი ღონისძიებაა, რომელიც ირანის რევოლუციის გამარჯვების მე-40 წლისთავს მიეძღვნა.
სკოლას ირანის ელჩი საქართველოში და კულტურის ატაშე სტუმრობდნენ.