წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები გაზეთის შექმნისა და ბეჭდვის პროცესს გაეცნენ
22-05-2019
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები გაზეთის შექმნისა და ბეჭდვის პროცესს გაეცნენ. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მე-7 და მე-9 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ქეთევან სვანიძის ხელმძღვანელობით, პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გადაწყვიტეს საკუთარი თვალით ენახათ, თუ როგორ იქმნება და იბეჭდება, მათი მშობლიური ქალაქის გაზეთი - „ახალი წყალტუბო“. 

„გაზეთის რედაქტორმა ბატონმა მურთაზ კანკაძემ დიდი პასუხისმგებლობით და სიყვარულით უმასპინძლა ნორჩ მკითხველებს, რისთვისაც მას დიდ მადლობას მოვახსენებთ“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. 

3 მაისს მსოფლიო პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203