
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში ოჯახის სიწმინდის დღე შთამბეჭდავად აღინიშნა და სკოლის 11 კლასში კლასის საათები მიეძღვნა.
აღნიშნულ დღესასწაულს I-ა კლასში (ხელმძღვანელი იამზე წულუკიძე) საინტერესო აქტივობა განხორციელდა სახელწოდებით „ჩემი ოჯახის გაზეთი“, მეტად თბილი სიტყვებით იყო გაჯერებული მოსწავლეთა ესსეები, მზრუნველი მშობლები და პატარები შემოგვცქეროდნენ მოსწავლეთა ნახატებიდან თუ სტენდებიდან სახელწოდებით „მე და ჩემი ოჯახი“.
ხოლო I-გ კლასში (ხელმძღვანელი მანანა წულაია) მოეწყო ფილმის "ვერისუბნის მელოდიების" ჩვენება.
აღნიშნული დღე ეროვნული სამოსის დემონსტრირებით დასრულდა.