არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნების“ მოსწავლეებმა იმერეთის მეფეთა რეზიდენცია მოინახულეს
21-05-2019
წყალტუბოს არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნების“ მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეები თამარ მეფის ხსენების დღესთან დაკავშირებით, გეგუთში მდებარე მეფეთა სასახლეს ესტუმრნენ.

სკოლის აღსაზრდელებმა ასევე მოინახულეს ქუთაისში იმერეთის მეფეთა რეზიდენცია - „ოქროს ჩარდახი“. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები გაეცნენ მეფეთა ცხოვრების წესს, სასახლეების არქიტექტურას, დაათვალიერეს მიმდინარე არქოლოგიური გათხრები, სკოლის აღსაზრდელებს საინტერესო ისტორიული ცნობები მიაწოდა იმერეთის უკანასკნელი მეფის, სოლომონ II -ის შესახებ „ოქროს ჩარდახის“ მუზეუმის გიდმა.

ექსკურსიას ხელმძნელობდა ისტორიის მასწავლებელი მერი ბრეგაძე.

14 მაისს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია კეთილმორწმუნე ქართველთ მეფის თამარის ხსენების დღეს - თამარობას აღნიშნავს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203