„სიხარულს განშორების სევდა ახლდა თან“ - ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ გაიმართა
21-05-2019
ხონის მუნიციპალიტეტის, მალხაზ აბაშიძის სახელობის ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ გაიმართა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით,  ღონისძიება დატვირთული იყო სახალისო ნომრებით, მუსიკითა და ორიგინალური სკეტჩებით.

ღონისძიებაში მოსწავლეებთან ერთად მშობლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული და ემზადებოდნენ ამ დღისათვის.

„მოსწავლეებისათვის ეს დღე  ემოციებთან ასოცირდებოდა, სიხარულს განშორების სევდა ახლდა თან“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203