თბილისის N72 საჯარო სკოლის მოსწავლეები კონკურსში - „რწმენა ჩვენს ცხოვრებაში“ წარმატებით მონაწილეობდნენ
21-05-2019
თბილისის N72 საჯარო სკოლის IX - XII კლასის მოსწავლეები საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის გამოცხადებულ კონკურსში - „რწმენა ჩვენს ცხოვრებაში“ მონაწილეობდნენ.
კონკურსის პირველი ტური თავისუფალ თემებს ითვალისწინებდა. დაწერილი თემები გაიგზავნა ცენტრში, სადაც მეორე ტურში გადამსვლელი მოსწავლეები გამოვლინდა. პირველი ტური გადალახა სკოლის ყველა მოსწავლემ. მეორე ტური ჩატარდა სამების საკათედრო ტაძარში, სადაც მოსწავლეებს უნდა დაეწერათ შემოთავაზებული თემები.
ფინალურ ტურში გადავიდა ორი მოსწავლე: ქეთი ქიმაძე (XII კლასი, პედ. მერი ბადალაშვილი) ნინი გოგბერაშვილი. (X კლასი, პედ. მერი ბადალაშვილი).
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს