დაშბაშის საჯარო სკოლის მოსწავლეები პროექტის - „სპორტი ბარიერების გარეშე“ ფარგლებში გამართულ შეჯიბრებებში მონაწილეობდნენ
21-05-2019
წალკის მუნიციპალიტეტის, დაშბაშის საჯარო სკოლის მოსწავლეები პროექტის - „სპორტი ბარიერების გარეშე“ ფარგლებში გამართულ მაგიდის ჩოგბურთის და სპრინტის 60მ-ზე შეჯიბრში მონაწილეობდნენ.
სპორტული ღონისძიება წალკაში 3 მაისიდან 5 მაისამდე გაიმართა.
პროექტი მიზნად ისახავს მოზარდებში მასობრივი სპორტის პოპულარიზაციას და თავისუფალი დროის ნაყოფიერად გამოყენების ხელშეწყობას.