ლეღვანის საჯარო სკოლის კურსდამთავრბულებმა „ბოლო ზარი“ აღნიშნეს
21-05-2019
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, ლეღვანის საჯარო სკოლაში მეთორმეტეკლასელებმა „ბოლო ზარი“ აღნიშნეს.
მეთორმეტეკლასელებმა სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს, სცენაზე სკეტჩები გაითამაშეს და პედაგოგებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს. სკოლის დირექტორმა და პედაგოგებმა კი აღსაზრდელებს საუკეთესო მომავალი უსურვეს.
„დღეს რვა მოსწავლე გადავიდა ცხოვრების ახალ ეტაპზე. ვუსურვებთ წარმატებას ცხოვრების ასპარეზე, თავიანთი მიზნებისა და სურვილების ასრულებას. მადლობა ყველას, დღევანდელი დღის გალამაზებისათვის“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს