„არც მათ ეთმობოდათ სკოლა და არც ჩვენ - ბავშვები“ - ღვირიშის საჯარო სკოლაში ბოლო ზარმა ემოციურად ჩაიარა
21-05-2019
ცაგერის მუნიციპალიტეტის ღვირიშის საჯარო სკოლამ მეთორმეტეკლასელები სიხარულითა და სევდით გააცილა.
სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა ახალგაზრდებს წარმატების გზა დაულოცეს და საუკეთესო სურვილებით შეამკეს:
„ყველას თვალებში სევდა იდგა. არც მათ ეთმობოდათ სკოლა და არც ჩვენ - ბავშვები. თორმეტი წელი ჩვენს ფრთებქვეშ იზრდებოდნენ, ვეფერებოდით და ვარიგებდით, ვასწავლიდით და ვზრუნავდით. დღეიდან ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადიან, დამოუკიდებლები გახდებიან და სიძნელეების გადალახვასაც ისწავლიან. გზას ვულოცავთ და წარმატებებს ვუსურვებთ მათ...“