ბათუმის N2 საჯარო სკოლაში ბოლო ზარი საზეიმოდ დაირეკა
21-05-2019
ბათუმის N2 საჯარო სკოლაში ბოლო ზარი დაირეკა.
მეთორმეტეკლასელებმა სკოლის დამთავრება მხიარულ და სენტიმენტალურ ნოტაზე, სახალისო სიმღერებითა და ცეკვებით აღნიშნეს, განვლილი წლები მოიგონეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
კურსდამთავრებულებს სკოლის დირექციასა და პედაგოგებთან ერთად ბოლო ზარი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, ინგა შამილიშვილმა მიულოცა და წარმატებები უსურვა მათ.