შუქრუთის N1 საჯარო სკოლაში ბოლო ზარი 5 მოსწავლისთვის დაირეკა
21-05-2019
ჭიათურის მუნიციპალიტეტის შუქრუთის N1 საჯარო სკოლაში ბოლო ზარი დაირეკა.

მოსწვალეებისა და პესაგოგებისთვის ეს დღე სიხარულისა და სევდის ემოციით იყო სავსე.

სკოლა წელს ხუთმა ახალგაზრდამ: დიმიტრი მეგერელიშვილმა, გუგა ნეფარიძემ, ია ნეფარიძემ, საბა საღირაშვილმა და ია ფოცხვერაშვილმა დაამთავრა.

მათ კლასის საყვარელ კედლებში ემოციური საღამო მოაწყეს და მზრუნველ დირექტორთან და მასწავლებლებთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203