ხაბელაშვილების საჯარო სკოლა პროექტში - „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ აქტიური მონაწილეობისა და თანამშრომლობისთვის დაჯილდოვდა
21-05-2019
შუახევის მუნიციპალიტეტის, ხაბელაშვილების საჯარო სკოლა შუახევის მუნიციპალიტეტის მერიამ და საკრებულომ პროექტში - „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ აქტიური თანამშრომლობისა და მონაწილეობისთვის სიგელებით დააჯილდოვა.
პროექტი „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ - ხაბელაშვილების საჯარო სკოლაში, ევროპის დღეების ფარგლებში ჩატარდა.
პროექტის ფარგლებში შუახევის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ევროკავშირის 28 ქვეყანა ისტორიულ, კულტურულ, ეკონომიკურ ჭრილში, ასევე, განიხილეს საქართველო ევროკავშირის ურთიერთობა ევროინტეგრაციის პროცესში.