ქვემო მახოს საჯარო სკოლის მოსწავლეები ეთნოგრაფიულ მუზეუმ „ბორჯღალოში“ იმყოფებოდნენ
21-05-2019
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, ქვემო მახოს საჯარო სკოლის მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეები, დამრიგებლების - გიული გაბიტაძის და ჟუჟუნა დევაძის ხელმძღვანელობით ქემალ თურმანიძის სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში იმყოფებოდნენ.
მუზეუმი „ბორჯღალო“ განთავსებულია 3000 მ/ კვ ფართობზე და გააჩნია ღია და დახურული სივრცეები. მუზეუმში მოსწავლეებმა დაათვალიერეს ქართული სოფელი ერთ სივრცეში, სადაც წარმოდგენილი იყო 62 მანეკენი ყოველდღიურ ყოფა - ცხოვრებაში.
„მოსწავლეებმა ბევრი საინტერესო მასალა ნახეს და მოისმინეს ჩვენი კუთხის ტრადიციების შესახებ. სასწავლო ექსკურსიამ წარმატებით ჩაიარა“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს