ვარევანის საჯარო სკოლაში ღონისძიება - „მადლობა თავისუფლებისთვის“ გაიმართა
21-05-2019
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ვარევანის საჯარო სკოლაში 9 აპრილის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „მადლობა თავისუფლებისთვის“ გაიმართა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა  პრეზენტაციები მოამზადეს და 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიამდე ქვეყანაში განვითარებული მოვლენები და 9 აპრილს, რუსი ჯარისკაცების მიერ უმოწყალოდ დაჩეხილი გოგო-ბიჭები გაიხსენეს და მათი გმირობის მნიშვნელობაძე ისაუბრეს. 

„ჩვენ პატივს მივაგებთ 9 აპრილს სამშობლოსათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას და ამავე დროს სიამაყით აღვნიშნავთ საქართველოს უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანეს თარიღს- სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს. 9 აპრილი საქართველოს ისტორიაში დარჩება, როგორც სიმამაცის, ერთიანობის, თავისუფლებისა და თავგანწირვის სიმბოლო“,- აღნიშნა ქართული, როგორც მეორე ენის კონსულტანტ- მასწავლებელმა ნინელი გოგოლაძემ.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203