გულგულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროექტში - „გაიცანი ევროპა და განავითარე შენი ქალაქი/შენი რაიონი“ წარმატებას მიაღწიეს
21-05-2019
თელავის მუნიციპალიტეტის, გულგულის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე ხატია ჯალანდარი და მარიამ ჯალანდარი ასევე VIII კლასის აღსაზრდელი ანი ბასილაშვილი პროექტში - „გაიცანი ევროპა და განავითარე შენი ქალაქი/შენი რაიონი“ მონაწილეობდნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ახალგაზრდა სპიკერებისათვის სასიამოვნო და სასიხარულო აღმოჩნდა პროექტის ფარგლებში გამართული დასკვნითი ღონისძიება.
პროექტის ფარგლებში ხატია ჯალანდარს ევროპის 25% საგზური, ხოლო მარიამ ჯალანდარს და ანი ბასილაშვილს საქართველოს ბანაკების 100% საგზური გადაეცათ.
პროექტი ემსახურებაოდა მოსწავლეთა ჩართულობას ქალაქის ტურიზმის განვითარების პროცესში და მათი ლიდელური უნარების წარმოჩენაში.
გულგულის საჯარო სკოლის სახელით მადლობას ვუხდით პროექტის ორგანიზატორებს და თელავის მერიას.