ქუთაისის წარჩინებული მოსწავლეები ოქროსი და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ
21-05-2019

ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით წარჩინებული მოსწავლეები ოქროსი და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ.

ღონისძიებას, რომელიც ქუთაისის N1 საჯარო სკოლაში ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით გაიმართა, ქუთაისის ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი, ქალაქის მაჟორიტარი- დეპუტატები გენადი მარგველაშვილი, დიმიტრი მხეიძე, საკრებულოს წევრები, კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

დაჯილდოების ღონისძიება თემატურად ეხმიანებოდა ეროვნული სამოსის დღეს რომელსაც კოსტიუმირებული ჩაცმულობით და სხვადასხვა ნომრებით აფორმებდნენ ქალაქ ქუთაისის საჯარო სკოლის მოსწავლეები.

ღონისძიება ფოიერვერკითა და მედალოსანთა თემატურად გაფორმებული ტორტის დაჭრით მრავალჟამიერის ფონზე დასრულდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203