„ევროპის დღეების“ ფარგლებში წყემის საჯარო სკოლის მოსწავლემ თანატოლებს მოუწოდა, ერთად იზრუნონ ქვეყნის განვითარებაზე
21-05-2019

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააქტო დარბაზში „ევროპის დღეები“ გაიმართა.

შეხვედრას ხელმძღვანელობდნენ რესურსცენტრის უფროსი მერაბ მიგინეიშვილი, მაკა ჩაგანავა. მოწვეული იყვნენ საკრებულოს წევრები გელა ზაქარაია და სხვა სტუმრები.

აბაშის საჯაროს სკოლების მოსწავლეები წარმოდგენილი იყვნენ თემებით: „მომავალი ევროპელი“, მათ შორის წყემის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე თოლისქვამ კუპრეიშვილი, რომელმაც ლაკონურად ჩამოაყალიბა რას ნიშნავს ევროპელობა და მოუწოდა თანატოლებს, ერთად იზრუნონ ქვეყნის განვითარებაზე და ღირსეული ადგილი დაიკავონ ნამდვილ ევროპელთა შორის. დევიზად კი გაიხადონ ზურაბ ჟვანიას სიტყვები: „მე ვარ ქართველი, მაშასადამე, მე ვარ ევროპელი“.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203