ბათუმის N20 საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულები საზეიმო ღონისძიებით გააცილეს
21-05-2019

ბათუმის N20 საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულთა გასაცილებელი „ბოლო ზარის“ ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებას, რომელშიც კურსდამთავრებულებთან ერთად, პირველი კლასის მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ, ბათუმის N20 საჯარო სკოლის დირექტორი თეა დავითაძე, პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ.

„ბოლო ზარმა“ ბათუმის N20 საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ემოციების ფონზე ჩაიარა. სიტყვაში გამომსვლელებმა მოსწავლეებს გზა დაულოცეს, ხოლო მეთორმეტე კლასელებმა სკოლის პედაგოგებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203