წერეთლის საჯარო სკოლაში ინგლისურ ენაში სახალისო და საინტერესო აქტივობებით დატვირთული სტანდარტული გაკვეთილი ჩატარდა
21-05-2019
მარნეულის მუნიციპალიტეტის, წერეთლის საჯარო სკოლის სომხური სექტორის II კლასში ინგლისურ ენაში სტანდარტული გაკვეთილი ჩატარდა.
გაკვეთილის თემა იყო - My family. სასწავლო პროცესს პედაგოგი არმენუი ბიჯოიანი ხელმძღვანელობდა.
გაკვეთილი სახალისო და საინტერესო აქტივობებით იყო დატვირთული. პედაგოგმა გაკვეთილზე მრავალფეროვანი სასწავლო რესურსი გამოიყენა. მეორეკლასელები სასწავლო პროცესში ხალისით ჩაერთნენ და იაქტიურეს.