
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის შუაფარცხმის საჯარო სკოლაში ინგლისური ენის კლუბის მოსწავლეებმა ინგლისელი მწერლისა და დრამატურგის, უილიამ შექსპირის საღამო წარმოადგინეს.
მოსწავლეებმა წაიკითხეს ბიოგრაფია და სონეტები. ბოლოს განახორციელეს „რომეო და ჯულიეტას“ სიკვდილის სცენა.
საჯარო სკოლაში მოსწავლეების მოტივაციის გაზრდაზე აქტიურად ზრუნავენ. ამ მიზნით ხშირად იმართება სხვადასხვა სახის შემეცნებითი ღონისძიებები.
იხილეთ ფოტოები