როკითის საჯარო სკოლაში დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეული გაიმართა
21-05-2019
ბაღდათის მუნიციპალიტეტის, როკითის საჯარო სკოლაში დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეული გაიმართა. 

კვირეულის ფარგლებში, სკოლაში დასუფთავების და გამწვანების აქციები მოეწყო და სემინარი ჩატარდა. 

ღონისძიებაში როკითის სკოლის მოსწავლეებთან ერთად მასწავლებლები, სოფლის მოსახლეობა და სოფლის გამგეობის თანამშრომლები მონაწილეობდნენ. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, საერთო ჩართულობით დასუფთავდა სოფლის მთავარი ქუჩის გასწვრივი ტერიტორია, სოფლის სკვერი, ამბულატორიის ეზო.

დასუფთავების აქციის მიზანი იყო გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდა. მოსწავლეებმა შექმნეს პლაკატები, ნახატების კონკურსში გამარჯვებული ქეთი კბილაშვილის ნახატი ბაღდათის რევაზ ლაღიძის კულტურის ცენტრში გამოიფინა.

იხილეთ ფოტო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203