მარნეულის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელი ევროკავშირის პროექტის გამარჯვებულია
21-05-2019

მარნეულის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელმა დავით კამკამიძემ ნატოსა და ევროკავშირის პროექტში "მასწავლებელი მეგზური ევროპისკენ", საპრიზო ადგილი მოიპოვა.

მარნეულის N2 საჯარო სკოლის ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებლის დავით კამკამიძის პროექტი - "ილია ჭავჭავაძის შემოქმედება, როგორც ევროპული ფასეულობების მეტაფორა" 10 საუკეთესო პროექტს შორის მოხვდა.

წარმატებული პედაგოგები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დააჯილდოვა.
 
მარნეულის N2 საჯარო სკოლის წარმომადგენლის თქმით, გამარჯვებული პედაგოგები სასწავლო- შემეცნებითი მიზნით ივნისის დასაწყისში ესტონეთში გაემგზავრებიან.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203