საჯარო სკოლებში 11 150 პირველკლასელი ერთ საათში დარეგისტრირდა - 100-ზე მეტ სკოლაში ადგილები უკვე შევსებულია
პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაციის ფარგლებში, 10:00 საათის მონაცემებით, საჯარო სკოლებში 11 150 ბავშვია დარეგისტრირებული. აღნიშნულის შესახებ etaloni.ge -ს განათელბის მართვის საინფორმაციო სისტემაში განუცხადეს.მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე უკვე 101 სკოლაში უკვე შევსებულია ადგილები.
„კონკრეტული ინფორმაცია ჯერ არ გვაქვს, თუმცა, ეს არის ცენტრალური სკოლები, როგორც დედაქალაქში, ისე ქუთაისში და ზუგდიდში, სადაც ადგილები უკვე შევსებულია.
ყველაზე მცირე აქტივობა რაჭაში დაფიქსირდა, სადაც 10 საათის მონაცემებით, 1 ბავშვი იყო რეგისტრირებული, თუმცა, ამ სასწავლო წლისთვის რაჭაში სულ 300-მდე პირველკლასელს ველოდებით“, - განაცხადეს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.
იხილეთ ასევე:
პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და პროცედურებირჩევები, რომლებიც პირველკლასელთა რეგისტრაციის პროცესში მშობლებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ