წყალტუბის N4 საჯარო სკოლის მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა II მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
21-05-2019
წყალტუბის N4 საჯარო სკოლის მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა II მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავთან დაკავშირებით მასწავლებლები და მოსწავლეები ესტუმრნენ II მსოფლიო ომში ომში დაღუპული გმირების მემორიალს, ყვავილებით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. 

წელს მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 74 წელი გავიდა.

1945 წლის 8 მაისს, გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. მეორე მსოფლიო ომში საქართველომ 300 000-მდე ჯარისკაცი დაკარგა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203