კორბოულის N2 საჯარო სკოლისთვის 2018-2019 სასწავლო წელი წარმატებული აღმოჩნდა
20-05-2019
2018-2019 სასწავლო წელი წარმატებული აღმოჩნდა საჩხერის მუნიციპალიტეტის კორბოულის N2 საჯარო სკოლისთვის.
დღევანდელი მდგომარეობით, სკოლაში არის 23 უფროსი და 2 წამყვანი მასწავლებელი.
მიმდინარე სასწავლო წელს გარე დაკვირვებაზე დარეგისტრირდა 9 მასწავლებელი, მათ შორის სკოლის დირექტორი, 8 მასწავლებელმა წარმატებით გაიარა გარე დაკვირვება და ერთი მასწავლებელი მაისის ბოლოს ელოდება დამკვირვებელს.
სკოლის დირექტორმა გელა მაჭარაშვილმა მონაწილეობა მიიღო კონკურსში „ჩაატარე 100 ლექცია ევროპის შესახებ“.
წარმოდგენილი იყო 50 საკონკურსო ნაშრომი და აღნიშნული ვიდეო გაკვეთილი ათეულში გავიდა.
ასევე მონაწილეობდა კონფერენციაში „მასწავლებელი მეგზური ევროპისკენ".
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს