
მიმდინარე წლის 15 მაისი ულამაზესი დღე იყო ახალქალაქის მუნიციპალიტეტის კარწახის საჯარო სკოლის ცხოვრებაში.
პირველი კლასის ღვაწლმოსილმა მასწავლებელმა მარფუდა მინასიანმა საოცარი საღამო აჩუქა სკოლასა და სოფელს, განსაკუთრებით კი პირველკლასელებს.
მათ ამ დღეს ლამაზად გააცილეს მშობლიური ანბანი. ანბანს მიუძღვნეს თავიანთ მშობლიურ ანბანს ულამაზესი ლექსები, სიმღერები, შეასრულეს ცეკვები.
დღემ საოცრად ლამაზად ჩაიარა. სკოლის დირექტორმა ერვანდ ვარდერესიანმა მათ მიულოცა ეს ლამაზი დღე და მასწავლებელს ამ უდიდესი შრომისთვის მადლობა გადაუხადა. სკოლის წარმომადგენლის ცნობით, პირველკლასელებს არასოდეს დაავიწყდებათ ეს ლამაზი და ემოციური დღე.
იხილეთ ფოტოები