
ყვარლის მუნიციპალიტეტის ტიციან ტაბიძის სახელობის სანავარდოს საჯარო სკოლის II კლასში ინტეგრირებული სამოდელო გაკვეთილი ჩატარდა.
მასწავლებელი გახლდათ ინგლისური ენის პედაგოგი მარინე ღვინიაშვილი.
გაკვეთილის თემა იყო Weather and Seasons. გაკვეთილის მიზნები იყო: მოსწავლეებს მარტივი კონსტრუქციებით ესაუბრათ იმ დღის და ზოგადად კლიმატის შესახებ, ასევე თავიანთი საყვარელი სეზონის შესახებ, შეექმნათ საყვარელი სეზონის ნახატი და გაეკეთებინათ მისი პრეზენტაცია, დაეკავშირებინათ ფაზლებზე დატანილი ტექსტები და სეზონური სურათები.
გაკვეთილზე გამოყენებული იყო მრავალფეროვანი,სახალისო, საინტერესო აქტივობები და სესაბამისი რესურსები.
მოსწავლეები მუშაობდენენ ძირითადად მცირე ჯგუფებში ( სამეულებში). ისინი ინგლისურ ენაზე აღწერდნენ და ახასიათებდნენ ამინდის კომპონენტებს, საუბრობდნენ საყვარელი სეზონის შესახებ, აპლიკაციებით შექმნეს და გააკეთეს ნახატების პრეზენტაცია.
აქტივობის დასასრულს მოსწავლეებმა ჯგუფების მუშაობა შეაფასეს სმაილებით.
გაკვეთილის დასასრულს, მოსწავლეებმა გააკეთეს მოსმენილი სიმღერის იმიტაცია, რის გამოც შეიქმნა სახალისო ატმოსფერო.
იხილეთ ფოტოები: