ზველის საჯარო სკოლაში მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის ბოლო ზარი დაირეკა
20-05-2019
ასპინძის მუნიციპალიტეტის ზველის საჯარო სკოლაში მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის უკანასკნელად დაირეკა სკოლის ზარი.
სკოლის დირექტორმა, მაგდა ლაცაბიძემ სიტყვით მიმართა კურსდამთავრებულებს.
მასწავლებლებმა გზა დაულოცეს ბავშვებს. ამავე სკოლის მოსწავლეებმა საზეიმოდ გააცილეს სკოლადამთავრებულები, წაიკითხეს ცნობილი ქართველი პოეტების ლექსები, შეასრულეს ქართული ხალხური და თანამედროვე სიმღერები და ცეკვები.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდა პედაგოგი თამარ იაძე-ზედგინიძე.
საზეიმო ღონისძიების შემდგომ სკოლადამთავრებულები მასწავლებლებთან ერთად გაემგზავრნენ ბორჯომში, მწვანე მონასტრის მოსანახულებლად.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს