თელეთის საჯარო სკოლაში კონკურსი - „ვინ უკეთ იცის,, ვეფხისტყაოსანი?“ გაიმართა
20-05-2019
გარდაბნის მუნიციპალიტეტის, თელეთის საჯარო სკოლის „ლიტერატურული კლუბის“ პროგრამის ფარგლებში, კლუბის კურატორმა მაკა ბუდაღაშვილმა კონკურსი - „ვინ უკეთ იცის,, ვეფხისტყაოსანი?“ ჩაატარა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, კონკურსში უმაღლესი შედეგი აჩვენა მე-12 კლასის მოსწავლე ნინო ვარდიაშვილმა, რომელიც 1-ლი ადგილის მფლობელი გახდა. მე-2 ადგილი ასევე მე-12კლასის მოსწავლე ლუკა ელიზბარაშვილს ხვდა წილად, ხოლო მე-3 ადგილი - მე - 10 კლასის მოსწავლე ბადრი სულხანიშვილს.
„გილოცავთ, ბავშვებო! წინ მეტი შემართებითა და წარმატებით! დავნერგოთ „ვეფხისტყაოსნის“ ცოდნა ყოველდღიურ ცხოვრებაში, რათა გვქონდეს კლებაი ბოროტისა“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს