მენჯის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს შორის ბუნებისმეტყველებაში ვიქტორინა ჩატარდა
20-05-2019
სენაკის მუნიციპალიტეტის მენჯის საჯარო სკოლაში III-IV-V კლასის მოსწავლეებს შორის ბუნებისმეტყველებაში ვიქტორინა - „ჩვენ ბუნებაში ვართ, ბუნება ჩვენშია“ ჩატარდა. პედაგოგი ლალი კარტოზია გახლავთ.
მუშაობდა ორი გუნდი „პანდა“ და „ედელვაისი“. გუნდებმა გამოამჟღავნეს პროგრამული მასალის კარგად ცოდნა. ასევე მოხდა ლიდერების შეჯიბრი, ლიდერებს შორის შეჯიბრში გაიმარჯვა III კლასის გუნდის კაპიტანმა - საბა ნაროუშვილმა, გუნდებს შორის შეჯიბრში მეოთხე - მეხუთე კლასის გუნდმა.
„აღსანიშნავია, რომ ბავშვები ერთმანეთს ეცილებოდნენ ბუნების სიყვარულში. მათ იციან, რომ ბუნება ჩვენშია, მას დაცვა, მოფრთხილება და დიდი სიყვარული სჭირდება.“,-ნათქვამია მენჯის საჯარო სკოლის მიერ etaloni.ge-სთვის გამოგზავნილ ინფორმციაში.
მოსწავლეებს აქტიური მონაწილეობისთვის გადაეცათ სიგელები.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს