გაიცანით დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის II კლასის ნიჭიერი მოსწავლე ნასტია კვაშილავა
20-05-2019

დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის II კლასის ნიჭიერი, ჭკვიანი და ლამაზი მოსწავლე ნასტია კვაშილავა, რომლის დამრიგებელიც არის მაკა კვანტალიანი, გარდა იმისა, რომ კარგად სწავლობს, ინტენსიურად ეცნობა კლასგარეშე ლიტერატურას.

მისი „მონაგარი“ ამ ჯერზე ათ მხატვრულ ნაწარმოებს შეადგენს.

„ნასტიამ ნათლად, ვრცლად და თანმიმდევრულად მომიყვა ყველა ნაწარმოები, ახლო მომავალში ველოდებით მისგან კიდევ მრავალი ნაწარმოების შესწავლას“-აღნიშნავს დირექტორი.

აღსანიშნავია ისიც, რომ ნასტია არის კონკურსის „მის მარტვილი“ გამარჯვებული.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203