ბაკურიანის საჯარო სკოლაში ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში ვიქტორინა გაიმართა
20-05-2019
ბაკურიანის საჯარო სკოლაში სხვადასხვა საგანში ვიქტორინა აქტიურად ტარდება.

ამჯერად ვიქტორინა, ინფორმატიკის მასწავლებლის ანა ტყემალაძის ხელმძღვანელობით, ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში გაიმართა. 

ინტელექტუალურ ღონისძიებაში მეექვსე კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, თამაშმა ძალზედ საინტერესოდ და ხალისიანად ჩაიარა. ვიქტორინის ბოლოს მოსწავლეებს სიგელები გადაეცათ.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203