ახმეტის კულტურის ცენტრის ხელშეწყობით რაფიელ ერისთავის სახლმუზეუმში ღონისძიება გაიმართა
20-05-2019
ახმეტის მუნიციპალიტეტში არსებული მუზეუმები აქციას - „ღამე მუზეუმში“ შეუერთდნენ, რომელსაც საფუძველი 2005 წელს ევროსაბჭოს მიერ ჩაეყარა  და მას შემდეგ რეგულარულად ტარდება.

18 მაისს, სოფელ ქისტაურში, რაფიელ ერისთავის სახლმუზეუმში, ახმეტის კულტურის ცენტრის ხელშეწყობით ღონისძიება გაიმართა. 

ღონისძიების მონაწილეებმა რაფიელ ერისთავის მოღვაწეობასა და ქართველი ერის წინაშე მის ფასდაუდებელ ღვაწლზე ისაუბრეს. ასევე მოეწყო გამოფენა. ღონისძიებს, მუსიკალურად გააფორმეს ფოლკლორულმა ანსამბლებმა -  „მუქუეთი“ და „ბახტრიონი“.

იხილეთ ფოტო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203