თბილისის N172 საჯარო სკოლაში ხელნაკეთი მანქანების კონკურსი ჩატარდა
20-05-2019

თბილისის N172 საჯარო სკოლის მოსწავლის ინიციატივით და თამილა გურულის ხელმძღვანელობით , ხელნაკეთი მანქანების კონკურსი ჩატარდა.

VIII კლასელებმა გამოავლინეს შემოქმედებითი უნარები და ფიზიკის პრაქტიკული ცოდნა.

„ეს იყო ძალიან ემოციური და საინტერესო შეჯიბრება. ვულოცავთ მე-8 ა კლასს ღირსეული პირველი ადგილის დაკავებას. მადლობას ვუხდით პედაგოგს და ამ ღონისძიების ინიციატორს. მოხარულები ვართ, რომ მოსწავლეებს აქვთ სურვილი სკოლაში დრო შემოქმედებითად გაატარონ. აგრეთვე მადლობას ვუხდი მასწავლებლებს, რომლებიც ამ კეთილშობილური სურვილების ასრულებაში ეხმარებიან ბავშვებს“,-ნათქვამია თბილისის N172 საჯარო სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203