ნაესაკოვოში ტრენინგი „არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩევლები“ ჩატარდა
20-05-2019

6-10 მაისს აბაშის მუნიციპალიტეტის ნაესაკოვოს საჯარო სკოლაში ტრენინგი „არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩევლები“ ჩატარდა.

სასწავლო-საინფორმაციო კურსი ორგანიზებული იყო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ.

პროექტის მიზანი იყო XI - XII კლასის მოსწავლეების საარჩევნო კულტურის ხელშეწყობა.

ტრენინგს უძღვებოდა საარჩევნო სისტემის განვითარების, რეფორმების და სწავლების ცენტრის ტრენერი დიანა ინჯგია. მონაწილეებს პროექტის დასასრულს გადაეცათ სერთიფიკატები.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203