გულგულის საჯარო სკოლის ეზოში ლაბორატორიული პიკნიკი მოეწყო
20-05-2019
თელავის მუნიციპალიტეტის, გულგულის საჯარო სკოლის საბუნებისმეტყველო კათედრამ იაფი ტექნოლოგიებით მარტივი ექსპერიმენტები დაგეგმა და განახორციელა.
სკოლის ეზოში მოეწყო ლაბორატორიული პიკნიკი, სადაც წარმოდგენილი იყო შემდეგი ექსპერიმენტები: ერთნაირი ძაბვის და სხვადასხვა სიმძლავრის ნათურების მიმდევრობითი ჩართვა, სხეულის თავისუფალი ვარდნა, ზედაპირული დაჭიმულობის მოვლენის დემონსტრირება, შადრევნის მოდელის წარმოდგენა, ვულკანის ამოფრქვევა, სასწაულმოქმედი ცხვირსახოცი, რომელიც არ იწვის, ცეცხლით ქაღალდის გაჭრა, მჟავების აღმოჩენა უნივერსალური ინდიკატორით, სითხეების განაწილება სიმკვრივის მიხედვით, კვერცხი ბოთლში, ბუშტების გაბერვა, დნმ-ის გამოყოფა ბანანიდან.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, დღე იყო საინტერესო, სახალისო, ინოვაციური და ინფორმაციული.
ლაბორატორიული პიკნიკის ხელმძღვანელები იყვნენ ქიმია-ფიზიკა-ბიოლოგიის მასწავლებლები - ლამარა მოსიაშვილი, მარიამ გიოშვილი და ლია მოსიაშვილი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს