გრემის საჯარო სკოლაში „მუზეუმის დღე“ აღნიშნეს
20-05-2019

18 მაისს, ყვარლის რაიონის გრემის საჯარო სკოლაში მუზეუმის დღე აღნიშნეს. გრემის მუზეუმში სკოლის მოსწავლეებმა გააკეთეს პრეზენტაცია „ტრადიციების მომავალი“, სადაც ისაუბრეს როგორც მივიწყებულ, ასევე შემორჩენილ და ახლად დამკვიდრებულ ტრადიციებზე.

18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა. 1977 წლიდან მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს ICOM-ის გადაწყვეტილებით, 18 მაისს მთელს მსოფლიოში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნება. 150 ქვეყნის მუზეუმებში ამ დღეს ღია კარის დღეები, სამეცნიერო კონფერენციები და სხვაღონისძიებები ეწყობა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203