მუხურის საჯარო სკოლის მოსწავლეებს პოეტ ლაშა გახარიას სახლ-მუზეუმში ინოვაციური გაკვეთილი ჩაუტარდათ
20-05-2019
მუხურის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ნატო ჯოლოხავამ ინოვაციური გაკვეთილი - „სამეგრელოში ჩამოვედი და საქართველო ვნახე“ ჩაუტარა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, გაკვეთილი პოეტ ლაშა გახარიას სახლ-მუზეუმში ჩატარდა და მეგრულ ყოფით კულტურას, თაობათა ურთიერთობას მიეძღვნა.

მოსწავლეებმა ისაუბრეს თავიანთ ბებია-ბაბუებზე, ოჯახის წევრთა ფუნქციებსა და თავიანთ ადგილსა და როლზე საოჯახო ურთიერთობაში. სიმბოლურად წარმოადგინეს ტრადიციული მეგრული სამზარეულო. დაასკვნეს, რომ ტრადიციები აყალიბებს ნორმებსა და ფასეულობებს, რომლებიც ძვირფასია თითოეული კუთხისთვის და ნაწილია უნიკალური ერთიანი ქართული კულტურისა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203