გორის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმართველობის დღე ჩატარდა
20-05-2019
ნიკოლოზ (ნიკო) კეცხოველის სახელობის გორის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმართველობის დღე ჩატარდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა საკუთარ თავზე აიღეს პასუხისმგებლობა და სკოლის ყველა თანამშრომლის ფუნქციას შეითავსეს, დამოუკიდებლად წარმართეს სასწავლო პროცესი, ჩაატარეს გაკვეთილები და ყურადღებას აქცევდნენ დისციპლინას.
სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის მოსწავლეთა თვითმართველობის თავმჯდომარეს, XI კლასის მოსწავლეს ნინო მაისურაძეს თვითმართველობის დღის ორგანიზებისათვის.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს