თორიის საჯარო სკოლაში გარემოსდაცვითი სამუშაოები ჩატარდა
20-05-2019
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, თორიის საჯარო სკოლაში გარემოსდაცვითი ღონისძიება გაიმართა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ყოველწლიურად გაზაფხულზე სკოლაში გარემოსდაცვითი სამუშაოები ტარდება.

წელსაც, 15 მაისს შაბათობა გაიმართა, რომელშიც, დირექტორისა და დამრიგებლების ხელმძღვანელობით, უფროსი კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ ჯერ სკოლის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს, შემდეგ კი ტყიდან მოტანილი ახალგაზრდა ნერგები დარგეს.

„ღონისძიების მონაწილეები ძალისით მუშაობდნენ. სამუშაოებში უმცროსკლასელებიც ჩაერთნენ, ისინიც სიყვარულით და ხალისით ეხმარებოდნენ უფროსებს, რწყავდნენ ნერგებს. ამ ყოველწლიური ღონისძიების ძირითადი მიზანია მოსწავლეებს ბუნების სიყვარული და ზრუნვა ჩავუნერგოთ“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203