„ტანსაცმლის დამზადების საწყისები“ - მეორე ობჩის საჯარო სკოლაში პროფესიული სასწავლო კურსი წარმატებით მიმდინარეობს
20-05-2019
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მეორე ობჩის საჯარო სკოლაში პროფესიული უნარების განვითარების ქვეპროგრამის სასწავლო კურსი: „ტანსაცმლის დამზადების საწყისები“ წარმატებით მიმდინარეობს.
პროფესიონალ პედაგოგებთან ერთად მოსწავლეები ხელსაქმეს ძირფესვიანად ეუფლებიან და საკუთარ შესაძლებლობებს მრავალმხრივ ცდიან.
მათთვის შემეცნების პროცესი საინტერესოდ და სახალისოდ მიმდინარეობს.