პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და პროცედურები
21-05-2019
2019-2020 სასწავლო წლისათვის  პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია  21 მაისს , 09:00 საათიდან დაიწყო. 

რეგისტრაცია ხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებ-გვერდზე (registration.emis.ge) და დასრულდება 12 ივნისს.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში III ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება მიმდინარე წლის 13 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით. 

2019-2020 სასწავლო წელს, პირველ კლასში რეგისტრაცია შესაძლებელია იმ ბავშვებისათვის, რომელთაც ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებისთვის შესრულებული აქვთ 6 წელი და მათი ასაკი არ აღემატება 10 წელს.

იხილეთ ინსტრუქცია
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203