კორბოულის N2 საჯარო სკოლაში პოეტების გალაკტიონ ტაბიძისა და ტერენტი გრანელისადმი მიძღვნილი საღამოები ჩატარდა
17-05-2019
საჩხერის მუნიციპალიტეტის, კორბოულის N2 საჯარო სკოლაში პოეტების გალაკტიონ ტაბიძისა და ტერენტი გრანელისადმი მიძღვნილი საღამოები ჩატარდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებმა მაკა კილაძემ და მელანო ძინძიბაძემ მოსწავლეებთან ერთად გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრება და შემოქმედება გაიხსენეს.
გალაკტიონ ტაბიძის საღამო აპრილის თვეში ჩატარდა, ხოლო - ტერენტი გრანელის საღამო მაისში.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები სადაც მწერლების შემოქმედება სხვადასხვა მხატვრების ნახატებით გააცოცხლეს.
„ლიტერატურული საღამოები საინტერესო და ახალი აქამდე უცნობი ინფორმაიებით იყო დატვირთული. მხატვრულად წაკითხულმა ლექსებმა კი საღამო უფრო შთამბეჭდავი გახადეს“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს